KOSKA32 – Flowing Subconscious

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ KOSKA32 სოლო გამოფენას Flowing Subconscious
მხატვარი ფსევდონიმ KOSKA32-ის სახელით გაიცნო საზოგადოებამ. მისი გრაფიტი წარწერით Koska, უთვალავი სხვადასხვა ფორმით, ფერთა კომბინაციითა და მდებარეობით მთელი თბილისის გარშემოა მიმოფანტული; მაგრამ koskaს მხატვრობა ტილოზე ბევრისთვის უცნობია. სწორედ მის ფერწერულ ნამუშევრებს გაჩვენებთ გამოფენაზე.
ესაა სურეალისტური ნახატები, მაგიური ფერთა გამით, ნახატებში მილიარდი სხვადასხვა სიუჯეტი ვიტარდება და მათი თვალიერება თვალისთვის მუდმივი თავგადასავალია.
Koska სიურეალიზმით და საერთოდ მხატვრობით, ბერლინში, სკოლის დამამთავრებელ კლასში დაინტერესდა, როცა მეგობრებითა და გარემოთი ინსპირირებულმა თვითგამოხატვის ახალი ფორმა აღმოაჩინა. ფორმა, რომელიც თავისუფალია დოგმატური გამოხატვის წესებისგან და კლასიკური მიდგომებისგან, და სადაც მთავარი საკუთარი ფიქრების დაჭერა და მათი ნდობაა.
Koska კინო რეჟისურაზე სწავლობს და დოკუმენტურ ფილმებს იღებს. სურეალისტური მხატვრობა და დოკუმენტური ფილმები, შეიძლება ითქვას, რადიკალურად განსხვავებული ორი სფეროა - ერთი საკუთარ შინაგან ხმას მიჰყვება, მეორე - სხვა ადამიანებზე, გარემოზე, მოვლენებზეა დამოკიდებული და პროცესი ბევრად უფრო დაგეგმილია. მიუხედავად ამისა, ორივე დოკუმენტაციაა - ერთი მხატვრის აზრების დინების და მეორე ფიზიკური რეალობის.
Koska-ს ტილოზე მუშაობის მანერა ფაქტიურად არ განსხვავდება კედელზე მუშაობისგან: ორივეგან მხატვარი ინტუიციას (თუ გინდა, - შინაგან ხმას) მიყვება და სიუჟეტს ხატვის პროცესში იგონებს, სწორედ აქედან მოდის გამოფენის სათაურიც.
მხატვრისთვის დღეს მთავარი გამოწვევაა გრაფიტის და ტილოზე მხატვრობის გაერთიანებაა, რასაც წარმატებით ახერხებს ბოლოდროინდელ გრაფიტიში, რომელიც უკვე ბევრად ფერწერულია და ტილოზე გამოსახულ სიუჯეტებსაც იზიარებს.
ის, რაც Koska32-ისთვის დამახასიათებელია, არის მუდმივი მოძრაობა: რომელიც ჩანს როგორც მისი ნახატებში, ასევე გრაფიტიშიც - იქნება ეს პირდაპირი მნიშვნელობით, თუ გადატანითი. მის ტილოებში დინამიკა სიუჟეტებში იგრძნობა, ხოლო გრაფიტი ქარიშხალივით ედება თბილისის ქუჩებს.
დასწრება ყოველთვის უფასოა