Baitball 2

Loneliness of shared celebrations, formal moral of traditions

ანა ჩადუნელი, გვანცა ჯიშკარიანი, ქეუ მეფარიშვილი

პოლინანო ა მარა, პალაზო სან ჯუზეპე, ბარი, იტალია

The Baitball , ის თვითორგანიზებული, ექსპერიმენტული საერთაშორისო სახელოვნებო პროექტია. მისი პირველი გამოცემა 1 წლის წინ შედგა .  ეს იყო ჯგუფური გამოფენა, რომელშიც სხვადასხვა ქვექნიდა  16-მდე გალერეა, დამოუკიდებელი კურატორები და 100-მდე არტისტი მონაწილეობდა.

The Baitball project-ის მე-2 გამოცემა 17 იანვრიდან 15 მარტამდე გაგრძელდება. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300-ზე მეტი მხატვარი და 80 გალერეა (მათ შორის როგორც ავღნიშნეთ „პატარა გალერეაც“ ) იღებს მონაწილეობას.

პროქტი სამხრეთ იტალიაში, ადრიატიკის სანაპიროზე Polignano a Mere --ში, ძველ სასახლეში Palazzo San Giuseppe ხორციელდება.

წლევანდელი - Baitball 2-ის თემა გრძელი მაგიდის მეტაფორული გამოსახულება და წარმოსახვითი კოლექტიური, გაზიარებული ვახშამია. ეს არის გრძელი მაგიდა, რომელიც უწყვეტად მოიცავს Palazzo San Giuseppe -ს დარბაზებს და სივრცეებს მთელ სამ სართულზე და  მოიაზრება როგორც ერთი მთლიანი ინსტალაცია, რომელიც შეიქმნა მონაწილეთა კოლაბორაციის შედეგად. მთლაინობაში ის წარმოადგენს ერთ დიდ კვლევას საკვების გაზიარების აქტზე, რომელსაც ზედაპირზე ამოაქვს მთელ რიგი კავშირები  - ანთროპოლოგიიდან ზოოლოგიამდე, რელიგიიდან  მაგიამდე, ასევე ის კითხვები, რასაც საკვები და მისი გაზიარების იდეა აჩენს და მოიცავს  - პოლიტიკას,  ეკონომიკას, ბუნებასა თუ  ძალაუფლების სტრუქტურებს.

მთლიანობაში Baitball 2 - ურთიერთობების უწყვეტი, ერთიანი გუნდური ინსტალაციაა, რომელსაც  დიდი სუფრა პროვოცირებს.

„პატარა გალერეას“ Baitball 2-ზე ახალი თაობის არტისტები -ანა ჩადუნელი, გვანცა ჯიშკარიანი და ქეუ მეფარიშვილი წარადგენენ. ისინი ქართულ არტ-სცენაზე მულტიმედია არტისტები არიან ახალი მილენიუმიდან:

ანა ჩადუნელის ნამუშევარს Desert flower (უდაბნოს ყვავილი) წარმოადგენს, რომელიც  3d printed სკულპტურაა. საერთოდ ამ არტისტის  პრაქტიკა მოიცავს - ინსტალაციას, სკულპტურას, მხატვრობას და ვიდეოს. თავისი ხელოვნებით ის იკვლევს წარმოსახვით, დისტოპიურ პეიზაჟებსა და მოჯადოებულ სამყაროებს. ის იყენებს ტრადიციულ  ტექნიკას და მასალას - ტემპერას, თიხას, ამასთან ახალ მედიებს, 3Dპრინტის და ვიდეოთამაშების ტექნიკებსაც.

ცნობისათვის: მისი  ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო საქართველოში, გერმანიაში ფრანკფურთის გამოყენებითი ხელოვენების მუზეუმში, კიევის ბიენალეზე, გერმანიაში Museum Goch-ში, სტამბულის ბიენალეს პარალელურ პროგრამაში. სხვადასხვა საერთაშორისო რეზიდენციაში. არის წინანდლის პრემიის მფლობელი ვიზუალაურ ხელოვნებაში 2015 წ-ს.

გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევარია  -Formal moral და წარმოადგენს ნაქარგს,  საბჭოთა ეპოქის ხელახლა დამუშავებულ გობელენს, რომელზე ამოქარგული ტექსტიც, - “ფორმალური მორალი”,  “პატარა გალერეის” ამ გამოფენის ერთგვარი მანტრაა. 50X260 cm.

გვანცა  მულტიმედია არტისტია. მიმართავს ექსპერიმენტებს, უყვარს ტრადიციული რეწვის კვლევა, რომ შემდეგ ეს ცოდნა  საკუთარი ხელოვნების შესაქმნელად და თანამედროვე ენაზე მისი თაობის საერთო გრძნობენის გადმოსათარგმნად გამოიყენოს. მისი ნამუშევრები ხშირად ეხება პირად ემოციებსა და გამოცდილებას, ასევე ხშირად არის კომენტარი საქართველოს ახლანდელ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოსზე. არტისტი ხშირად იყენებს იუმორს ღრმა პერსონალური და უაღრესად აქტუალური თემების მისამართით. ის აქტიურად იფინება საქართველოში და საზღვარგარეთ (ბრიუსელი, ვენა, ციურიხი, დიუსელდორფი, ნეაპოლი.) 2017-ში ის წინანდლის პრემიის მფლობელი გახდა ვიზუალურ ხელოვნებაში. 2020-ში მიიღო NARS –ის ფონდის სარეზიდენციო გრანტი ნიუ იორკში. 2021-ში კი პრინც კლაუსის ჯილდო The Prince Claus Awards.

გვანცა კურატორი და დამფუძნებელია „პატარა გალერეისა“ და The Why Not Gallery (2017-დღდე)

ქეუ მეფარიშვილი Baitball 2-ზე წარადგენს სკულპტურებს:

დედაჩემის ბავშვობის ოცნებაა დაიჭიროს ზღვის ცხენი შავ ზღვაში.(მოჭიქული კერამიკა. 27X10X4 სმ, 2020)  და ეკლიანი ლოკოკინები -ს (მოჭიქული კერამიკა. 10 X6X7სმ. 2021)

ქეუ ბევრ ექსპერიმენტს  აკეთებს მასალაზე და გამოხატვის გზებზე. ის ძირითადად მუშაობს ვიდეო-არტზე, ინსტალაციასა და სკულპტურაზე და თავის ნამუშევრებში ხშირად მიმართავს იუმორს, რომლის მეშვეობით აქტუალურ  მწვავე და მტკივნეულ თემებს სარკასტულად უდგება.

ქეუს ნამუშევრები ხშირად იფინება ჯგუფურ გამოფენებში Art and Freedom CCA- Tbilisi. გამოფენა -Post Digital Dreams პლატფორმა In-between Confdintions- 2019. ვენის სკლულპტურის ინსტიტუტში 2019; Oxygen No Fair  -ზე. მისი პირველი სოლო შოუ I exsist, when you are here, where you never were I can never be „პატარა გალერეაში“ შედგა, ხოლო ბოლოდროინდელი კი - The Why Not Gallery-ში 2021 წ-ს.

Baitball 2-ზე წარმოდგენილი „პატარა გალერეის“ პროექტის კონცეფცია ქართული სუფრის უძველესი ტრადიციის აღქმაა ახალი მილენიელების მიერ:

„ზოგადად ქართული სუფრის ტრადიცია სიხარულის ან მწუხარების გაზიარებაა სხვა ადამიანებთან - მეგობრებთან, მეზობლებთან, ან თუნდაც, საერთოდ უცხოებთან. “სუფრა” ყოველთვის წარმოადგენდა “ნათდ ქართველად” ყოფნის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა.

არავინ საუბრობს რამდენად შინაარსს მოკლებულია ეს ტრადიცია დღეს. თუმცა  საბჭოთა პერიოდში ტრადიციების მექანიკურმა, აზრის გარეშე გამეორებამ, ამ ტრადიციის სულიერ, რიტუალურ მნიშვნელობას დეგრადირებული ფორმა მისცა. 90-იანებსა და შემდეგ დაბადებული თაობები იზოლირებულად ვგრძნობთ თავს ამ უსულო დღესასწაულებზე, ტრადიციად შერაცხულ, რობოტულ მოქმედებებს შორის, რომელსაც გარკვეული პატრიარქალური იერარქიით, დღესაც მამაკაცები მართავენ, ერთი და იმავე სიტყვებით,

ერთი და იმავე თანმიმდევრობით.

ლოკოკინები და ველური, ეკლიანი, შიშის ყვავილები, ორივე წვიმის მერე ცხოვრობს, ადამიანისგან მიტოვებულ ადგილებში. ერთი ცოცხლდება, მეორე კვდება წვიმის შემდგომ.

ზუსტად ასე ვგრძნობთ თავს:

ვიძირებით ერთი შეხედვით ლამაზ, მიმზიდველ, ვარდისფერ საკვებში, რომელიც ტოქსიკურად ავსებს ჩვენს სუფრებსა თუ სხეულებს.

ტრადიციების ფორმანური მორალი.

სიტყვები მოქმედების გარეშე.

სიტყვიერი პატივისცემა -  პრაქტიკულ უპატივცემულობას ნიღბავს.

გაზიარებული დღესასწაულების სევდა. “

კერამიკის ლოკოკინები, ვარდისფერი საჭმელი ქვიშა, 3დ პრინტი უდაბნოს ყვავილი, გობელენი, ნახატი ხეზე.