SIKSA

პატარა გალერეა გიწვევთ ფილმის ჩვენებაზე:

"სიკსა. სტაბატ მატერ დოლოროსა"
მიუზიკლი სიკვდილსა და ქალწულზე

რეჟისორი: პიოტრ მაჩა და SIKSA
სცენარი: სტაბატ მატერ დოლოროსა
მონაწილეობენ: შენით შეამოწმე
პროდუქცია: Hardcore DIY

სიკსას "სტაბატ მატერ დოლოროსა"-ზე დაფუძნებული მიუზიკლი ფილმის რეალობად გადაქცევის ოცნებაა, სადაც ორივე, ოცნებაც და ფილმიც გვანან დიდი ხნის გემოგასულ საღეჭ რეზინს. ნოსტალგიური ისტორია საცეკვავოდ გამოწვეულ გოგოზე, რომელიც საკუთარ ბავშვობაში დაბრუნდა, იმ დროში, როცა ის სხვადასხვა გოგოებივით იცვამდა დედის ტანსაცმელს და ყველა როლს მისთვის სიამოვნება უნდა მიენიჭებინა. ეს ფილმი - ინსტრუმენტია ახალგაზრდობის სცენების აღდგენის და გლიტერისა და უნიკორნებისთვის ბაროკოსეული დამშვიდობებისთვის.

სტაბატ მატერ დოლოროსა - როგორც ხიშტი აპობს თანამედროვე დროს. ის მთელი თავისი სხეულით და რისკით გვაძლევს მიკრო-პერფორმანსებს. SIKSA მუსიკა - სცენარია, გამოთლილი, გადმოფურთხებული, უარყოფილი და გაძლიერებული პერსონაჟების მიერ. პიოტრ მაჩას კამერა - მკვლელობის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც SIKSA-ს უნდა რომ გამოიყენოს, რომ გააფუჭოს თანამედროვე რეალობა. ეს არის ხელოვნების ენა, რომელსაც ფაქტიურად შეუმჩნევლად SIKSA იყენებს 2014 წლიდან. პისტოლეტი, გოგო და სიკვდილი - ეს ის დროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

SIKSA

SIKSA (ალექს ფრეიეიტი: ყვირილი და ტექსტი და პიოტრ ბურატინსკი: ბას გიტარის ნოიზი) ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ხელოვანთა ჯგუფია, რომელთა რადიკალური და ბრუტალურად გულწრფელი პერფორმანსები ტრადიციებს ანგრევს.
პანკიდან, ლიტერატურული და თეატრალური წარსულიდან მომავალი "სიკსას" შოუები აპობს პოლონურ შეგნებას. მისი საკუთარი სიტყვებიდან გამომდინარე, ისაა გოგონა მისიით.

* ფილმი არის პოლონურ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.