ანა ჯიქია

"თამაშის ფინალური სცენა - გოგონა დაქანცული დაეცა მის მკლავებში და იქ სამუდამოდ გაუჩინარდა. ამ უხილავ მდგომარეობაში, მისი მხრებით გარშემორტყმული, ის გრძნობს გამჭირვალე იმედებსა და გეგმებს, რომლებიც გაჟღენთილია სითბოთი, სიცარიელითა და უსასრულობით. ყველაფერი შესაძლებელია და მეტი არაფერი მოხდება. ეს არის აბსოლუტური თავშესაფარი. თავშესაფარი მისთვის.
ეს ნამუშევარი ასახავს კონფლიქტს შინაგან და გარეგან სამყაროს შორის.
როგორ იღებს რეალობა, მატერიალური სამყარო, წარმოსახვასა და სიზმრებს, როგორ ხდება მათ შორის ენერგიების ცვლა.
წარმოსახვა და რეალობა ერთნაირი სიმძლავრის მატარებელია.
ორივე აბსტრაქტული და ორივე კანონზომიერი. დღევანდელ სამყაროში ფიზიკური არსებობა არის არსებობის ყველაზე მიღებული ფორმა. ფორმა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას საღ აზროვნებასთან. ჩემი აზრით, ყველაფერი პირიქით არის: ადამი

ანის განცალკევება მისი შინაგანი არსებობისგან არის ყველაზე მძიმე ნიშანი და ფსიქოზის განმარტება. ჩემთვის ორივე არსებობის აღიარება და გაცნობიერება არის მთავარი სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე, როგორც ასეთი, არ არსებობს.
ფიზიკური არსებობის წნეხი შინაგან ცხოვრებას აქცევს ერთადერთ თავშესაფრად უსასრულო შესაძლებლობებით. შესაბამისად ემოციები და შეგრძნებები რომლებიც ამ ორი სამყაროს შეხვედრის მომენტში წარმოიქმნება ატარებს განსაკუთრებუ

ლ მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
არაფერი არის ნამდვილი. "

20 January- 2 February, 2018

გამოფენა მოეწყო Propaganda.network მხარდაჭერით