„სერვისი“ - თიკო იმნაძე, მიშიკო სულაკაური
7 ,8, 14 და 15 მარტი
7-9 საათამდე

 

"მხატვარი და მღვდელი გარკვეულწილად მსგავს ფუნქციას ასრულებენ თანამედროვე საზოგადოებაში, ორივეს საქმიანობა ახალი რეალობის შექმნას/ტრანსფორმაციას უკავშირდება. მღვლდელმსახურიცა და არტისტიც სუბიექტია, რომელსაც ჩვენთვის უჩინარის ხილულად ქცევის შესაძლებლობა აქვს, რაც მხოლოდ მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება და მათი კონკრეტული ქმედებით/ჟესტით არის განსაზღვრული.

არტისტიც და მღვლელმსახურიც რიტუალურ ინტერვენციას ახორციელებენ სივრცეში და გარკვეულ კომუნას ქმნიან. მათ მიერ შემოთავაზებულ ახალ კონტექსტში საიდუმლო რიტუალის მონაწილე ხდები, რომელსაც თავად აკონტროლებენ, სადაც მათ მიერ შემოთავაზებულ და მკაცრად დადგენილ ქცევის წესებს უპირობოდ ექვემდებარები, მით უფრო რომ ორივე შემთხვევაში მათ უკან გარკვეული სისტემა/ინსტიტუციაა. მათი სტატუსი და ავტორიტეტი ამ საკითხში განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება რადგან საზოგადოებისთვის ორივე უნიკალური ძალის და განსაკუთრებული თვისებების მატარებელია, რაც ქმნის საფრთხეს, რომ მათი ქმედება გამოყენებული იყოს როგორც იდეოლოგიური იარაღი.მათი ძალაუფლების შესაბამისად,ისინი არ არიან ვალდებულები დაასაბუთონ, განმარტონ, ახსნან, არამედ მხოლოდ იმოქმედონ. ეს ქმედება კი უპირობო რწმენას უკავშირდება და შესაბამისად გამორიცხავს მათი ქმედების რევიზიას."

განსაკუთრებული მადლობა:
კონსტანტინ ტიმ
ქეთი შავგულიძე