სალომე დუმბაძე

ქვიშაში მოთამაშეები, როგორც დაკვირვების ობიექტები.

თამაში ათვლის წერტილია. ვარჩევთ ქვიშაში მოთამაშეთაგან ერთ-ერთს და მის გარშემო ვქმნით წარმოსახვით ისტორიებს, წარმოვიდგენთ როგორ ცხოვრობს, დილას რა ჭამა, სახლში ვინ ელოდება, როგორი ხასიათი აქვს - ამით დამოკიდებულებას ვიქმნით მისდამი და ამ დამოკიდებულებით ვაკვირდებით, განვსჯით მის მოქმედებებსაც. დამკვირვებელი ვართ, რომელიც მოქმედების, ანუ თამაშის მონაწილე კი არა, არამედ - არამკითხე მსაჯია. ჩვენივე დაკვირვებაში საკუთარ თავსაც თუ შევიყვანთ, დავინახავთ ადამიანს, რომელიც აკვირდება სხვებს.

ინტეგრაცია დაკვირვებით იწყება.

•••••••••••••••••••••••••••••••

სხვადასხვა მასალაში მუშაობა მხატვრისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, თამაშის მსგავსი - როცა არ იცი რას აკეთებ, მაგრამ ინტუიციას მიჰყვები და გზადაგზა, გაუცნობიერებლად, ბევრ რამეს სწავლობ.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები პირდაპირ, ან ირიბად, დაკვირვების, როგორც აღქმისა და სწავლის გზის ამსახველი დოკუმენტაციაა; იქნება ეს ბავშვობის დროინდელი სათამაშოების ნახატები ტექსტილზე დაბეჭდილი, თუ გაზაფხულის ფოთლების ფერი იატაკი.

გამოფენა ეწყობა Propaganda.network-ის მხარდაჭერით.

12-25 აპრილი, 2018