პატარა გალერეა მეორე წლის იუბილეს და მეორე სეზონის გახსნას ახალ ადგილას აღნიშნავს. რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან ბარგი ავკრიფეთ და დიდი პაუზის შემდეგ, ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში დავიბუდეთ.
გელოდებით ამ დღესასწაულზე, რომელსთვისაც ლონდონიდან ვაფრინეთ დიდი შეფი, პოეტი და ესთეტი იაგო რექჰემი!

იაგო რექჰემი საკვებით შთაგონებულ დღესასწაულს წარმოგიდგენთ. ინგრედიენტებს თავადვე აარჩევს, სხვების სუფრებზე, ბაზრებში, რესტორნებსა და სახლებში დაგემოვნებით. მრავალი ბროწეული დაიწურება და სუფრა საუკეთესოზე საუკეთესო ნაჭრებით შეიმკობა. და რადგანაც ეს სადღესასწაულო დღესასწაულია, სკამები და ფორმალობა გაქრება, შევიკრიბებით, ყველანი გავიზიარებთ, ერთად მოვიხარშებით, მსუბუქად მოჩურჩულეები, თუ ხმამაღლა მომღერლები, სიყვარულის სხვადასხვა სტადიაში, ვნებით სავსენი, ერთად ვიდღესასწაულებთ გალერეაში, ღვინით და საკვებით რომელსაც მივირთმევთ.

იაგომ არ იცის სად და რას დაამზადებს (ჯერ უნდა მოიაროს მთელი ქალაქი ინგრედიენტების ძიებაში), მაგრამ ერთი რამ ზუსტია - ლეღვს, ვაშლებს, დედამიწაზე საუკეთესო ბროწეულებს და ყურძენს აუცილებლად შეახებს თავის ჯადოსნურ ხელებს.

იაგოს სხვა, უკვე არსებული სუფრების სანახავად გაეკიდეთ ინსტაგრამზე @ecstasy_cookbook

იაგო არის მზარეული და მწერალი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. ის საშინლად გაუმაძღარია: ნებისმიერი რამიდან შეუძლია ახალი საჭმლის იდეა გამოწუროს და რა თქმა უნდა, ნერვები ეშლება, რადგან მის საკუთარ სამშობლოს, ინგლისს კულინარული ტრადიციები არც ისე ბევრი და არც ისე საამაყო აქვს.

იაგო თავის პარტნიორთან ლოვენა ჰერნთან ერთად, საკვებსა და ხელოვნებას აერთიანებს, ხოლო ფელიქს კონრანთან ერთად კულინარიულ წიგნს “ექსტაზი”-ის წერს. ხანდახან ჩვენი იაგო პოეზიის წერასაც ცდილობს.