თეა სტრაზიჩიჩ

პატარა გალერეა და Propaganda.network წარმოგიდგენთ თეა სტრაზიჩიჩის გამოფენას.

„შენი ნერწყვის ანაბარა“

პროლოგი

დროის დასასრულს, სამოთხისებურ ჭაობებში მხოლოდ ერთი ბაყაყი დარჩა.
ბაყაყს შეუყვარდა ბალახი, გველები, თხები.
მაგრამ ყველაზე მეტად ჩიტი შეუყვარდა.
ჩიტმა ბაყაყი სამოთხისებური ჭაობებიდან დედამიწის ოკეანეებში გადააფრინა.
ღმერთები განრისხდნენ და სამოთხისებური ჭაობები დაანგრიეს.
ბაყაყს არაფერი ანაღვლებდა, მანამ, სანამ თავის ჩიტი უყვარდა.
მათ ბუდეში ეყოლათ ვარდისფერი, პატარა შვილი, რომელიც ბაყაყის ნერწყვით იყო გაკეთებული.

შენ იპოვე ბუდე.
გასაოცარი იქნებოდა, შეხება რომ შეგეძლოს. მაგრამ არა, არ შეგიძლია.
შენსა და პატარას შორის ხშირი ბალახია.
საიდანღაც ცნობ მას…
მაგრამ დაივიწყე, ის ვარდისფერი და წებოვანია,
უკეთესია, თუ საერთოდ არ შეეხები.

•••
თეა სტრაზიჩიჩი ადრიატიკის ანიმაციის სტუდიის რეჟისორი და ციფრულ მედიუმში მომუშავე ჯგუფის SwS collective-ის ერთ-ერთი არტისტია.

@flufflord სახელით, ის აქვეყნებს უცნაურ ჰიბრიდულ გამოსახულებებს მოდასა და RPG ფენტეზის შორის. მისი მეორე ბლოგი @beefycakegastronaut კი გრაფიკული ამბის თხრობაზეა ორიენტირებული.

ანიმაციისა და ახალი მედიის მაგისტრატურის დასრულების შემდეგ (ASF კურსი ანიმაციაში), თეა მიწვეული იყო დანიაში სამხატვრო რეზიდენციაში. 2017 წლიდან, ექვსი თვის განმავლობაში თანამშრომლობდა ნიკ ჟუსთან, ისინი ლოს ანჟელესში როგორც აუდიო/ვიზუალური ჯგუფი მუშაობდნენ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერებსა და ფესტივალებთან. ამჟამად თეა უძღვება VR INC რეზიდენციას ხორვატიაში.

მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულა Heavy Metal (US), TEDed, FeltZine, VICE, ArtSlant, FuckingYoung, Adult Swim, Tzvetnik, Engadget, Silica, AQNB, Ello and she performed live at Supynes Festival (Lithuania), Hammer (LA), ACE Hotel (DTLA, CA, USA) და მრავალი სხვა გამომცემლობის მიერ.

www.teastrazicic.com