თეა სტრაზიჩიჩი

პატარა გალერეა გალერეა TA.DA -სთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ თეა სტრაზიჩიჩს პერსონალურ გამოფენას XVIIII. - Le Soleil On Mars
29 ივლისი 29 სექტემბერი 2019

ცხრავე გამოსახულება ტაროს კარტის „XVIIII. - Le Soleil On Mars “ ინტერპრეტაციაა. მზე მარსზე არის ჩემი წინა გამოფენის „მარტოსული გრძელი ბიჭი“ გაგრძელება, ორივე გამოფენაში მარსი წარმოდგენილია როგორც თემატური ლანდშაფტი რომელიც არქეტიპების მატრიქსის ასაშენებელი და საოცარი ისტორიის განვითარების ადგილია.

მზე ყველაზე თბილია ტაროს კარტებს შორის და ამასთან ყველაზე პოზიტიური. ეს კარტი კარგად ყოფნის სიმბოლოა და ბრწყინავს. მზის სხივები სიცოცხლის საწყისია, სიმართლის სინათლეს ვერაფერი დაემალება. ამ კარტის მფლობელებმა გრძნობები და მიზანი უნდა გამოამჟღავნონ, ისევე როგორც ადამმა და ევამ.

ზოგჯერ, კარტი გამოსახავს წყალში მდგარ მარცხენა და მარჯვენა მოქმედ პირებს. მარცხენა მოქმედ პირებს - ღორის კუდით და მარჯვანა მოქმედებს -მესამე ძუძუსთავით. არ ვიცი, ჩემს მიერ ნაპოვნ ტაროებს ეს გამოსახულება რატო არ აქვთ.

ფერადი მზის სხივები დედამიწის მიმართულებით დაცემული წვეთებითაა გამოსახული. ზოგჯერ ამ კარტს კაცობრიობის მიერ დროის აღსასრულამდე დამყარებული მშვიდობის გამოსახულებდ ვხედავ. ჩემი ინტერპრეტაციით, ტაროს მოქმედი გამოსახულებები ანთრო-ვირთხები არიან რომელნიც ერთმანეთისკენ მიისწრაფიან მაშინ, როცა მათი სულები გარშემო დაფარფატებენ და ვარსკვლავები კი ციდან ცვივიან.

***************

თეა სტრაზიჩიჩი ადრიატიკის ანიმაციის სტუდიის რეჟისორი და ციფრულ მედიუმში მომუშავე ჯგუფის SwS collective-ის ერთ-ერთი არტისტია.
@flufflord სახელით, ის აქვეყნებს უცნაურ ჰიბრიდულ გამოსახულებებს მოდასა და RPG ფენტეზის შორის. მისი მეორე ბლოგი @beefycakegastronaut კი გრაფიკული ამბის თხრობაზეა ორიენტირებული.
ანიმაციისა და ახალი მედიის მაგისტრატურის დასრულების შემდეგ (ASF კურსი ანიმაციაში), თეა მიწვეული იყო დანიაში სამხატვრო რეზიდენციაში. 2017 წლიდან, ექვსი თვის განმავლობაში თანამშრომლობდა ნიკ ჟუსთან, ისინი ლოს ანჟელესში როგორც აუდიო/ვიზუალური ჯგუფი მუშაობდნენ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერებსა და ფესტივალებთან. ამჟამად თეა უძღვება VR INC რეზიდენციას ხორვატიაში.
მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულა Heavy Metal (US), TEDed, FeltZine, VICE, ArtSlant, FuckingYoung, Adult Swim, Tzvetnik, Engadget, Silica, AQNB, Ello and she performed live at Supynes Festival (Lithuania), Hammer (LA), ACE Hotel (DTLA, CA, USA) და მრავალი სხვა გამომცემლობის მიერ.
www.teastrazicic.com