თამარ ნადირაძე

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ თამარ ნადირაძის სოლო გამოფენას
"ამბები სათამაშო მოედნიდან,,

მხატვარ თამარ ნადირაძის პროექტი ასახავს დღევანდელ საზოგადოებას პოსტ-აპოკალიფსურ მდგომარეობაში. მისი ნამუშევრების თემები რეალური ისტორიებიდან არის აღებული, რომლებსაც ის შემდეგ საკუთარი ფანტაზიით გარდაქმნის სიურეალისტურ აკვარელით შესრულებულ ნახატებად და კოლაჟებად. ვიზუალურად მისი ნამუშევრები, საბავშვო წიგნებსა და ხალხური ზღაპრების ესთეტიკისაა.

ნახატებში მარტივად დასანახია, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ქალაქის ცხოვრება, კულტურა, სოციალური ქცევა, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები თუ იდეოლოგია და რა გავლენას ახდენენ ისინჯ ერთმანეთზე.

ტექსტი: პეტრა ჰუსკოვა

ნამუშევრები შექმნილია K.A.I.R. Košice Artist in Residence რეზიდენციაში ყოფნის დროს (კოშიცე, სლოვაკია).

თამარ ნადირაძე (1991) ახალგაზრდა მხატვრების თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემიის წიგნის ილუსტრაციისა და დიზაინის ფაკულტეტი და არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში - თბილისში. მის ნამუშევრებში, იგი სისტემატურად განიხილავს სოციალურ თემებს, საკუთარ იდენტობას და ყოველდღიური ცხოვრების სიტუაციებს თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში. მისი კვლევის შედეგი ხშირად ექსპერიმენტული პუბლიკაციები და/ან ნახატები და ილუსტრაციებია.