ანდრო ერაძე

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ანდრო ერაძის გამოფენას "ოკეანე"

ქალაქში, ალბათ, შეგხვედრიათ ვიღაც ტიპის მიერ შეკოწიწებული უცნაური ობიექტი, რომლის დანიშნულებასაც, შეიძლება, თავიდან ვერც მიმხვდარხართ, მაგრამ ცოტა ხანში, აღმოგიჩენიათ ამ ნივთის დანიშნულება და შინაარსი. ობიექტები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - შეკოწიწებულია. აწყობილია იმით, “რაც ხელში მოხვდათ”, ან “რაც ბაზარზეა”. ეს ამბები და ნივთები, ამ აღმშენებლობის რეჟიმში, დასანანია რომ მალე აღარ იარსებებენ იმ კუსტარული სახით, რომლითაც დღეს შეიძლება ქუჩებში წავაწყდეთ. ეს ობიექტები ცენტრალურ ნაწილში, თითქმის აღარსადაა, იშვიათად გვხვდება. თითქოს ქალაქმა და თანამედროვეობამ, რემონტმა და კეთილმოწყობამ არ დატოვა ადგილი ინდივიდუალიზმისა და DIY-სთვის.

გამოფენაზე წარმოდგენილია ვიდეო და ერთ-ერთი ხელნაკეთი ობიექტის ნიმუში, როგორც ვარაუდი, რომ ამ ინსტინქტური შემოქმედებისა და შეკოწიწებული კომფორტის ნიმუშები, გაქრება და ალბათ, მალე მხოლოდ მუზეუმების ვიტრინებში თუ შევძლებთ მათ პოვნას.

გამოფენას თან ერთვის საფოსტო ბარათები, რომელზეც მოცემულია იმ რამდენიმე ადგილის მისაგნებად საჭირო მინიშნებები და ფოტოები, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება, ველურ ყოველდღიურობაში, ამ ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოვნა.

გაჰყევით მის კვალს,სანამ სულ გაქრალან.

ººººººº
გამოფენა “ოკეანე” ორ ადგილას იმართება. ოკეანეს ერთი ნაწილის ხილვას “პატარა” გალერეაში შეძლებთ, ხოლო მეორე ვ. ბაგრატიონის 62 ნომერში არსებულ ყოფილ საბითუმო მაღაზიაში.

(საფოსტო ბარათების ნაწილი შეიქმნა “არტ-ვილა-გარიყულა”ს ვორქშოფის მონაწილეთა მიერ. 30 ივნისიდან საფოსტო ბარათები “Fest-i-Nova- ზე გადაინაცვლებს.)

პატარა გალერეის მეგობარი და ანდროს გამოფენის მხარდამჭერიაPropaganda.network

28 ივნისი -  1 აგვისტო, 2018