ალისა ბერგერი

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ალისა ბერგერის გამოფენას - “ფარდის უკან”.

ტერმინის “რკინის ფარდა”, როგორ მკაცრი გამოყოფის მეტაფორა, მე-19-ე საუკუნის დასაწყისიდან გამოიყენება.

“დღეს საქართველო არის კონფლიქტში, რომელიც უფრო კულტურულია, შესაძლოა სულიერიც, მაგრამ არანაკლებ რეალური, ვიდრე რომელიმე სხვა. ესაა გაჭიმული ბაწრის გადაძლევის თამაში ქვეყნის წარსულსა და მომავალს შორის. ქვეყანაში, სადაც მართმადიდებლურ ეკლესიას უზარმაზარი გავლენა აქვს, სადაც ჰომოფობია და ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკა ყოველდღიურობაა, კლუბური კულტურის არსებობაც კი პოლიტიკური მესიჯის შემცველი გახდა, რომელიც სიმბოლურად საქართველოს ერთ-ერთ შესაძლო მომავალს განასახიერებს: ტოლერანტულ საზოგადოებას, თავისუფალს საბჭოთა პერიოდის მარწუხებისგან. “

,,ბალტიის შეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე კონტინენტზე დაეშვა რკინის ფარდა.ფარდის მიღმა დარჩა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი ქვეყნების ყველა დედაქალაქი - ვარშავა, ბერლინი, პრაღა, თბილისი, ბუდაპეშტი, ბელგრადი და სოფია; ყველა ეს განთქმული ქალაქი, და მოსახლეობა მის რაიონებში, დარჩა იმ საზღვრებში, რასაც მე ვუწოდებ საბჭოთა სფეროს, ყოველი მათგანი ამა თუ იმ ფორმით ექვემდებარება არა მხოლოდ საბჭოურ გავლენას, არამედ მოსკოვის მნიშვნელოვან და სულ უფრო მზარდ კონტროლს, არამედ ლიბერალიზმის ახალ ძალას, ენერგიასა და მანათობელ შუქს” - უინსტონ ჩერჩილის სიტყვებზე დაყრდნობით


გამოფენაზე ნაჩვენები იქნება დახურული გალერეა. ვიტრინა დაფარული იქნება ფარდით, რომელიც სულ მოძრაობაშია და პერიოდულად ნათდება. დახურული ფარდის უკნიდან მუდმივად ისმის ქართველი ტექნო-არტისტის, მიხეილ თოდუას (მიხაილო) მუსიკა.
გამოფენის მხარდამჭერია Propaganda.network


ალისა ბერგერი არის გერმანელ-კორეელი ხელოვანი, რომელიც მუშაობს ფილმის, ვიდეო არტის, ინსტალაციებისა და პერფორმანსის მედიებით. ალისაა დაიბადა დაღესტნის რესპუბლიკაში, გაიზარდა უკრაინასა და გერმანიაში; ამჟამად ცხოვრობს ტოკიოსა და კიოლნში. იგი სწავლობდა ფილმს და სახვით ხელოვნებას კიოლნის მედიახელოვნების აკადემიასა და კოლუმბიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ალისა არის ხელოვნების ბაზრობის FAR OFF ერთ-ერთი კურატორი და bergernissen - პერფორმერთა დუოს წევრი.

33 წლის მიხეილ თოდუა (მიხაილო) , უკვე ხუთი წელია რაც ციხეში იხდის სასჯელს. დაჭერამდე მიხეილი იყო DJ და ღონისძიებების პრომოუტერი, მანამ, სანამ ქუჩაში არ გააჩერეს და პოლიციაში ნარკოტესტზე არ გადაიყვანეს. ვინაიდან მას არ ჰქონდა წვდომა არანაირ იურიდიულ ან ფინანსურ დახმარებაზე, სასჯელაღსრულების სამინისტროში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. და მაშინ, ოდესაც ის საკანშიც კი, წარმატებით აგრძელებს მუსიკის შექმნას, სხვა ათასობით ახალგაზრდას რომელიც ციხეში იგივე მიზეზით ხვდება, საყვარელი საქმის კეთების მსგავსი შანსი არ ეძლევათ.

20 ივლისი - 3 აგვისტო, 2018